სსიპ აჭარის მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 3 აგვისტოს 16:00 საათზე გაიმართა გამოფენა სახელწოდებით – ,,ნაპირ-ნაპირ’’. ეს მხატვრის კონცეპტუალური თემაა, რომელიც ნაპირზე გამორიყულ ზღვის ნაჩუქრობათა მხატვრულ ინტერპრეტაციებს წარმოადგენს:
I - ქვების ქართული ტრადიციული ორნამენტებით მოხატვა;
II - ნიჟარების ბათუმური სიმბოლიკა;
lll - მხატვრის ნაპირ-ნაპირ დანახული ჰორიზონტები.
ექსპოზიცია ეძღვნება ,,კოვიდს” შეწირული მხატვრებისა და მათი ახლობლების ხსოვნას.
გამოფენა გაგრძელდება 15 აგვისტოს ჩათვლით.